არასაიმიგრაციო ვიზა ეძლევა ადამიანებს, რომლებიც გასაუბრებისას კონსულს დაარწმუნებენ იმაში, რომ ქვეყნის მიტოვებას არ აპირებენ, რომ მათ „მჭიდრო კავშირები“ აქვთ საკუთარ ქვეყანაში და, რომ აშშ-ში მოკლევადიანი ვიზიტის შემდეგ აუცილებლად დაბრუნდებიან შინ. საქმის განხილვისას კონსული მრავალ ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის, სურს თუ არა განმცხადებელს საიმიგრაციო (მწვანე ბარათის) ვიზის მიღება, მაგრამ არ არსებობს კანონი ან რეგულაცია, რომელიც ავტომატურ დისკვალიფიკაციას გაუკეთებს ადამიანს, რომელსაც ჰქონდა საბუთები შეტანილი საიმიგრაციო ვიზაზე (მწვანე ბარათზე). არასაიმიგრაციო ვიზის შესახებ საქმის განხილვა ბევრად მეტზეა დამოკიდებული, ვიდრე, მხოლოდ ამ ერთ ასპექტზე.