Green Card - მწვანე ბარათი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც გაძლევთ აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. გათამაშება იმართება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წელიწადში ერთხელ. ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით თამაშდება 50 000 მწვანე ბარათი. ყოველწლიური საიმიგრაციო პროგრამის საშუალებით აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელ ვიზებს იღებენ ის პირები, რომლებიც პროგრამის მონაწილეთათვის გათვალისწინებულ მარტივ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებენ. განმცხადებლები საიმიგრაციო ვიზების მისაღებად შეირჩევიან კომპიუტერული ლატარიის მიხედვით - შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;
მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც:
- არის მინიმუმ 18 წლის;
- აქვს დამთავრებული სრული საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია - და, რომელიც განისაზღვრება 12-წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით;
- ან ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
გაითვალისწინეთ, რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ:
- თქვენი აიდი ბარათი ან პასპორტი და სპეციალური ფოტო (შესაძლებელია ადგილზე გადაღებაც)
ოჯახის შემთხვევაში საჭიროა ასევე:
- მეუღლის აიდი ბარათი ან პასპორტი (თუ ხელი მოწერილი გაქვთ);
- მეუღლის სპეციალური ფოტო;
- 21 წლამდე დასაოჯახებელი შვილების (მათ შორის გერების) სპეციალური ფოტოები: