შემიძლია თუ არა ოჯახის წაყვანა მწვანე ბარათის მოგების შემთხვევაში?
გათამაშებისთვის რეგისტრაციის დროს აუცილებელია სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი მეუღლის და 21 წლამდე დასაოჯახებელი შვილების მონაცემების მითითება. მოგების შემთხვევაში მოგება ვრცელდება მათზეც და აპლიკანტს შეუძლია პირველივე წელს წაიყვანოს ოჯახიც. თუმცა მეუღლის და შვილების წაყვანა არ წარმოადგენს აუცილებლობას და მოგებულ აპლიკანტს შეუძლია მარტო წასვლაც.