ბოლო პერიოდში, ვრცელდება ინფორმაცია ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშების გაუქმებასთან დაკავშირებით. ასეთი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტის ახალმა კანონპროექტმა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის პროექტი მწვანე ბარათის გათამაშების არა გაუქმებას, არამედ წესების ცვლილებას ითვალისწინებს.
ახალი კანონპროექტის თანახმად, აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღების უფრო მეტი შანსი ექნებათ იმ მიგრანტებს, რომლებმაც ინგლისური ენა იციან, შეუძლიათ საკუთარი თავისა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, ფლობენ ისეთ პროფესიულ უნარებს, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკას გამოადგება.
კანონპროექტს დონალდ ტრამპმა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში იმიგრაციული სისტემის ყველაზე დიდი რეფორმა უწოდა.
ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ კანონპროექტია. დამტკიცდება თუ არა ცვლილებების პროექტი, ამ დროისთვის უცნობია.