მწვანე ბარათის გათამაშების განაცხადის შევსებისას აუცილებელია ატვირთოთ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაღებული ფოტოსურათი. წარმოდგენილი ციფრული ფოტოსურათი უნდა აკმაყოფილებდეს კომპოზიციურ და ტექნიკურ მოთხოვნებს. განმცხადებლებმა არ უნდა ატვირთონ ძველი ფოტოსურათი. გასული წლის გათამაშებაში გამოყენებული ფოტოსურათის ატვირთვა მიმდინარე წლის გათამაშების განაცხადის წარდგენის დროს გამოიწვევს განაცხადის ავტომატურ დისკვალიფიკაციას.
დაუშვებელია ფოტოშოპში ან მსგავს პროგრამაში ფოტოს რაიმე დეტალის დამუშავება (ფონის შეცვლა/რედაქტირება, სახის დამუშავება და ა.შ)!
კომპოზიციური მოთხოვნები:
● პიროვნება რომელსაც სურათს უღებენ უნდა უყურებდეს კამერას.
● მისი თავი არ უნდა იყოს აწეული მაღლა ან ჩაწეული დაბლა და არ უნდა იყოს გადახრილი მარჯვნივ ან მარცხვნივ.
● მისი თავი უნდა იკავებდეს ფოტოსურათის მთელი ფართის დაახლოებით 56%-69% ფონი
● პიროვნების ფოტოსურათი უნდა იყოს გადაღებული ნეიტრალურ, ღია ფერის ფონზე
● ფოტოსურათი უნდა იყოს ფოკუსში
● სათვალით გადაღებული ფოტოსურათი არ მიიღება
● მისაღებად ითვლება მხოლოდ რელიგიური დატვირთვის მქონე თავსაბურავით გადაღებული ფოტოსურათი, მაგრამ თავსაბურავი არ უნდა ფარავდეს განმცხადებლის სახის რომელიმე ნაწილს.
● არ მიიღება ისეთი თავსაბურავით გადაღებული ფოტოსურათები, რომელსაც არა აქვს რელიგიური დატვირთვა და არის რაიმე გვაროვნული ტომისა ან სხვა სიმბოლიკის აღმნიშვნელი საფარი.
● არ მიიღება ისეთი ფოტოსურათები, სადაც განმცხადებელი გადაღებულია სამხედრო, საჰაერო ფლოტის ან სხვა ორგანიზაციის თავსაბურავით.
ტექნიკური მახასიათებლები
თუ იღებთ ახალ ციფრულ ფოტოსურათს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:
● გამოსახულების (ფაილის) ფორმატი: ფოტოსურათი უნდა იყოს გადაღებული JPEG ფორმატში
● გამოსახულების (ფაილის) ზომა: ფოტოსურათის მაქსიმალური ზომა უნდა იყოს 240 კილობაიტი (240 KB)
ფოტოსურათის ზომები:
● ფოტოსურათის მინიმალური ზომა უნდა შეადგენდეს 600 პიქსელი (სიმაღლე) 600 პიქსელზე (სიგანე) და მაქსიმალური ზომა 1200 პიქსელი (სიმაღლე) 1200 პიქსელზე (სიგანე).
ფოტოსურათის ფერის სიღრმე:
● ფოტოსურათი უნდა იყოს ფერადი (24 ბიტი პიქსელზე). 24-ბიტიანი და 8-ბიტიანი შავთეთრი სურათი არ მიიღება.
სურათების სწორი და არასწორი ვარიანტები: