მწვანე ბარათის რეგისტრაციის დაწყებასთან ერთად სხვადასხვა ადგილებში შეხვდებით ოფისებს, სადაც არეგისტრირებენ მსურველებს, ზოგი მათგანი მომხმარებლის მიზიდვის მიზნით მიმართავს ტყუილს.
მაგ.:
- ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენლობა, საელჩოდან, ამერიკიდან და.ა.შ;
- ჩვენთან თუ დარეგისტრირდებით მოგების შანსები უფრო მეტი გაქვთ;
- ჩვენ სურათებს სწორად ვიღებთ, რაც სხვებმა არ იციან;
- ჩვენ არ ვატყუებთ მომხმარებელს, არსებობენ კომპანიები ვინც არ იციან და არასწორად არეგისტრირებენ;
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი წინადადება შეგიძლიათ ჩათვალოთ საეჭვოდ, რადგან არ არსებობს არანაირი წამომადგენლობა და ოფიციალური კომპანია ვინც არეგისტრირებს გათამაშებაში მსურველებს, რეგისტრაცია ხდება ოფიციალურ საიტზე და ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ადგილიდან სადაც ინტერნეტია, შეუძლია დარეგისტრირდეს.
არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა თქვენი შანსის გაზრდის, ყველას გვაქვს თანაბარი შანსი და თუ ვინმე ამბობს რომ მასთან რეგისრაციის შემთხვევაში შანს გეზრდებათ ეს სიცრუეა
გამარჯვებულები ვლინდებიან კომპიუტერული სისტემის მიერ, არ არსებობს არანაირი კრიტერიუმი რის საფუძველზედაც ხდება მოგებულების გამოვლენა, შესაბამისად კომპანის რომელიც ამაყობს რომ ბევრი გამარჯვებული ყავს, ძირითადად არ შეესაბამება სიმართლეს და ცდილობს მსურველების მოზიდვას
რეგისტრაციის შემდეგ ყველა მსურველის ანკეტაზე დატანილია შემდეგი მონაცემები:
Entrant Name: თქვენი გვარი და სახელი
Confirmation Number: 16 ნიშნა კოდი რომელიც იწყება 2019-ით
Year of Birth: თქვენი დაბადების წელი
Digital Signature: 40 ნიშნა კოდი
ეს მონაცემები გეკუთვნით თქვენ და აუცილებლად უნდა მოგცეთ კომპანიამ ვინც გარეგისტრირებთ! შესაბამისად ვინც ამბობს რომ გაძლევთ უნიკალურ კოდს, ეს არ ნიშნავს რომ რამეს განსაკუთრებულს აკეთებს, კოდი (Confirmation Number) თქვენ გეკუთვნით და ისედაც უნდა მოგცეთ
სურათების გადაღება და ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ბევრი ცდილობს გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, ბევრი ამბობს რომ იცის როგორ უნდა გადაიღოს სურათი, მაგრამ რეალურად არ იცავენ ხშირად წესებს, ამიტომ თავად მიაქციეთ ყურადღება სურათის ფორმატს (არ უნდა დამუშავდეს არცერთი პროგრამით; არ უნდა ქონდეს სურათს ჩრდილები ყურების, თავის; აკრძალულია ქუდის, კაშნის, სათვალის, საყურეების, ზედმეტი მაკიჟის ქონა;)
ის ვინც ყველაზე მეტად ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ სხვები იტყუებიან, არ არიან გამოცდილები და თავად აკეთებს ნამდვილად კარგად, უფრო საეჭვოა!
რეგისტრაციისთვის მიმართავთ კომპანის მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ არ იცით რა და როგორ არის საჭირო!
თანხას იხდით მხოლოდ იმიტომ, რომ მოგემსახურა ესა თუ ის კომპანია!