"მწვანე ბარათი“ - ეს არის დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის პიროვნებას აძლევს უფლებას მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ისარგებლოს ყველა უფლებით გარდა არჩევნებში მონაწილეობისა, თუმცა 5 წლის შემდეგ აღნიშნული უფლებაც ენიჭება და ხდება სრულუფლებიანი მოქალაქე. მწვანე ბარათის მფლობელი შეერთებულ შტატებში იცხოვრებს განუსაზღვრელი პერიოდით და არ შეიცვლის თავის მოქალაქეობას, მაგრამ ამერიკის მოქალაქის ყველა უფლებით ისარგებლებს, გარდა არჩევნებში მონაწილეობისა, რაც უკვე აღინიშნა.
გათამაშება შესაძლებელია იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, საიდანაც აშშ-ში ნაკლებად შედიან იმიგრანტები, ყოველწლიურად გაიცემა 50 000 მწვანე ბარათი (ვიზა). გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება განისაზღვრება პიროვნების დაბადების ადგილის და არა მოქალაქეობის მიხედვით.
მსოფლიო მაშტაბით მწვანე ბარათის მფლობელები შეირჩევიან კომპიუტერული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომრებზე:
+995 555 32 46 46; +995 558 16 89 18;
greencard@turebi.ge