უამრავი მითი არსებობს მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს რეალობაში ერევათ, რაც დაბნეულობის რეალურ მიზეზს იწვევს .
ალბათ გაინტერესებთ კონკრეტულად რა მითები არსებობს მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით.
- მითია ის რომ მწვანე ბარათის აპლიკაციის შევსების შემდეგ აუცილებლად მოიგებთ და ამერიკაში წახვალთ.
სამწუხაროდ მხოლოდ აპლიკაციის შევსება არ გულისხმობს ავტომატურ მოგებასა და ამერიკაში გამგზავრებას, მოგება ხდება შემთხვევითობის პრინციპით და მას შემდეგ არსებობს გარკვეული ეტაპები, რომლებიც მოგებულმა უნდა გაიაროს, ესენია: DS - 260 აპლიკაციის შევსება, კონსულთან გასაუბრება, ამის შემდეგ კონსული იღებს უშუალოდ გადაწყვეტილებას მოგცეთ თუ არა უფლება ამერიკაში გამგზავრების.
- ასევე მითია ის, რომ მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ხელს უშლის სამომავლოდ, ამერიკის ტურისტული ვიზის მიღებას.
არანაირ კავშირში არ არის ტურისტული ვიზა მწვანე ბარათის გათამაშებასთნა, თუ თქვენ მიიღებთ მონაწილეობას გათამაშებაში და ვერ მოიგებთ ეს იმას არ გულისხმობს, რომ ტურისტულ ვიზაზე განაცხადის შეტანას ვეღარ შეძლებთ, ან ამის გამო შეგექმნებათ პრობლემა კონსულთან.
- მითია ის, რომ მწვანე ბარათის მოგება აუცილებლად ამერიკაში გამგზავრებას გულისხმობს.
როგორც უკვე ვახსენეთ, მოგების შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კონსულთან გასაუბრებას და მის გადაწყვეტილებას.
- მითია, რომ მწვანე ბარათის მოპოვების შემთხვევაში თქვენ გარანტირებულად მიიღებთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან ფულსა და სამსახურს.
მოგების შემთხვევაში თქვენ გენიჭებათ უფლება, ლეგალურად იცხოვროთ და იმუშაოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ისარგებლოთ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოთ კრედიტი შეღავათიან პირობებში და ისარგებლოთ სხვადასხვა სოციალური შეღავათებით.