1. პასპორტი აუცილებელია ?
დიახ, აპლიკაციის შევსების დროს მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი სავალდებულოა, თუ აპლიკანტი უთითებს მეუღლესა და ბავშვს/ბავშვებს მათი პასპორტი არ არის საჭირო.
3. პასპორტის ფოტო წავა ?
„პასპორტის ფოტო“ არ წავა, მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებმა უმჯობესია სპეციალურად გადაიღოთ ფოტო, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს ან აუცილებელია ბოლო 6 თვის მანძილზე გქონდეთ გადაღებული ბიომეტრიული სურათი და ის წარადგინოთ რეგისტრაციის დროს.
4. წელს მერამდენედ ავსებ ?
ყველას გვინდა მწვანე ბარათის მოგება მაგრამ წელიწადში მხოლოდ ერთი "ლოტოს" ბილეთი შეიძლება გვქონდეს და მოგების მხოლოდ ერთი შანსი.
5. ცოლის გარეშე ვერ დავრეგისტრირდები ?
თუ იმყოფებით ოფიციალურ ქორწინებაში (ანუ ხელი გაქვთ მოწერილი), სამწუხაროდ ცოლის გარეშე ვერ დარეგისტრირდებით, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ თქვენი მეუღლის ფოტო და პირადი მონაცემები. ასევე თუ შვილებიც გყავთ რომლებიც არიან 21 წლამდე ასაკის და დასაოჯახებელი მათი ფოტო და პირადი მონაცემები.
6. ბავშვის ფოტო საჭიროა ?
თუ გყავთ 21 წლამდე დასაოჯახებელი შვილები, დიახ აუცილებელია მათი ფოტო, ასევე ჩვილის შემთხვევაშიც ბიომეტრიული ფოტოა აუცილებელი.
7. ხო კარგად ავსებთ ?
დიახ, კარგად ვავსებთ, გვაქვს 10 წლიანი გამოცდილება, გვყავს პროფესიონალი თანამშრომლები, ჩვენ თქვენი თანდასწრებით ვავსებთ აპლიკაციას და გადმოგცემთ უნიკალურ კოდს რომელიც რეგისტრაციის გავლის შემდეგ გენიჭებათ.
8. რა ღირს ?
მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა ოფიციალურად არის უფასო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავად შეავსოს აპლიკაცია ონლაინ, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. მაგრამ, თუ არ იცი როგორ შეავსო, რა არის საჭირო, რა მონაცემები მიუთითო ან უბრალოდ არ ხარ 100% -ით დარწმუნებული ნამდვილად სწორად აკეთებ ყველაფერს ამისათვის არსებობს ჩვენი გუნდი. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას უფასოდ! შემდეგ თუ გადაწყვეტთ რომ მოგვანდოთ თქვენი აპლიკაციის შევსება ამაში გამოგართმევთ 50 ლარს. (ჩვენს მომსახურებაში) თუ ფოტოსაც ჩვენთან გადაიღებთ დამატებით 1 ფოტოს გადაღება დაგიჯდებათ 5 ლარი.