მწვანე ბარათის გათამაშება 1990 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტუალურია. იგი საემიგრაციო კანონით, ყოველ წლიურად 55,000 საემიგრაციო ვიზას მოიაზრებს.
გათამაშების მიზანი შემდეგში მდგომარეობს: აშშ-ში იმიგრანტი მოსახლეობის დივერსიფიცირება და ძირითადად იმ ქვეყნებიდან შერჩევა კანდიდატების, საიდანაც ბოლო წლების განმავლობაში იმიგრირებულთა რაოდენობა ნაკლებია.
აპლიკანტებს, რომლებსაც გათამაშებაში მონაწილეობის მიღება სურთ, მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან.
2022 წლის მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია 2020 წლის 7 ოქტომბერს (საქართველოს დროით - 21:00) დაიწყება და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია აპლიკანტებმა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაცია გაიარონ გათამაშების დაწყებიდან უახლოეს დღეებში და არ დაელოდონ რეგისტრაციის ბოლო თარიღს, რადგან დიდი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სისტემა იტვირთება და შევსება რთულდება.
აპლიკანტი, რომელსაც ერთზე მეტი განცხადება დაუფიქსირდება ავტომატურად გამოეთიშება გათამაშებას.