როგორც უკვე იცით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აცხადებს მწვანე ბარათის იგივე საემიგრაციო ვიზის პროგრამას. (Diversity Immigrant Visa Program). რეგისტრაცია 2021 წლისთვის იწყება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 6 ნოემბრამდე. (ზუსტი დრო - Eastern Daylight Time (EDT) (GMT-4), Wednesday, October 2, 2019, and noon, Eastern Standard Time (EST) (GMT-5), Tuesday, November 5, 2019.)
2021 წლისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ 55 000 მწვანე ბარათის გათამაშება მოხდება. გათამაშებაში რეგისტრაცია არის სრულიად უფასო.
გათამაშების მონაწილეთა მიღება ხდება მარტივი მაკრად მკაცრი მოთხოვნების საფუძველზე. გამარჯვებულები კი გამოვლინდებიან შემთხვევითობის პრინციპით, რომელიც ხდება კომპიუტერული, პროგრამული გზით.
გათამაშებაში რეგისტრაციის მსურველებმა უნდა მიუთით ისეთი ინფორმაცია როგორიცაა, სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ფოტოსურათი და სხვა. თუმცა აუცილებელია მითითებული ინფორმაცია იყოს ნამდვილი და გამოირიცხოს მექანიკური შეცდომები.
სიახლე მდგომარეობს იმაში რომ 2021 წლის გათამაშებაში მონაწილეობის მსურველები უკვე ვალდებულნი არიან ქონდეთ მოქმედი საერთაშორისო, ბიომეტრიული პასპორტი. აუცილებელია აპლიკაციაში მიუთითოთ პასპორტის ნომერი, პასპორტის გაცემის ადგილი და მოქმედების ვადა. ეს სიახლე ეხება მთავარ აპლიკანტებს, ვის სახელზეც ხდება გათამაშებაში რეგისტრაცია. იმ შემთხვევაში თუ გყავთ მეუღლე და შვილები მათი პასპორტის მონაცმების მითითება სავალდებულო არ არის.
ნებისმიერი ინფორმაციის არასწორად (მოტყუებით) მითითების შემთხვევაში გამარჯვების შემთხვევაში გამოიწვევს თქვენს დისკვალიფიკაციას, გასაუბრების დროს.
ასევე, აუცილებელია ფოტო აკმაყოფილებდეს აშშ - ს სავიზო მოთხოვნის სტანდარტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება თქვენი აპლიკაციის დისკვალიფიკაცია. (გამოეთიშებით გათამაშებას)
ნუ მოიცდით რეგისტრაციის ბოლო კვირამდე, ბევრი მომხმარებლის გამო ვებ გვერდი შეიძლება იყოს გადატვირთული. დაგვიანებით კი განაცხადები არ მიიღება. კანონით დასაშვებია ერთმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთხელ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ტექნოლოგიურად შეამოწმებს და დაადგენს მონაწილლებს ვინც რამდენჯერმე გაიარა რეგისტრაცია. ესეთი მონაწილეები დისკვალიფიცირებულები იქნებიან და ვერ მიიღებენ გათამაშებაში მონაწილეობას.
შეავსეთ განაცხადი ონლაინ სრულად. არ მიიღება არასრულყოფილად შევსებული განაცხადები.
აშშ - ს სახელმწიფო დეპარტამენტი გირჩევთ განაცხადი შეავსოთ თქვენ თვითონ სავიზო კონსულტანტის, სავიზო აგენტის ან ნებისმიერი ფალსიფიკატორის დახმარების გარეშე. თუ ვინმე დაგეხმარებათ თქვენც უნდა ესწერებოდეთ განაცხადის შევსებას, რათა მიაწოდოთ სწორი პასუხები კითხვებზე და მიიღოთ უნიკალური ნომერი. (თქვენს თვალწინ უნდა მოხდეს ამ ნომრის მონიჭება და გადმოგეცეთ ამობეჭდილი სახით) ამ ინფორმაციის (უნიკალური კოდის) გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ სისტემასთან წვდომას რათა შეამოწმოთ თქვენი სტატუსი მოიგეთ თუ არა. თქვენ ასევე უნდა გქონდეთ წვდომა იმეილზე რომელსაც გამოიყენებთ აპლიკაციის შევსებისას და მომავალშიც უნდა შეძლოთ ამ მეილის გამოყენება. გამარჯვების შემთხვევაში, როდესაც ოფიციალურ გვერდზე (Entrant Status Check) დაადასტურებთ რომ შეიტყვეთ გამარჯვების შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ თქვენ მოგივათ იმეილზე შეტყობინება, სადაც ნათქვამი იქნება რომ დეტალები თქვენი გასაუბრების თარიღის შესახებ შეგძლიათ ნახოთ მხოლოდ ოფიციალურ ვებ გვერდზე (Entrant Status Check) სადაც წვდომას შეძლებთ მხოლოდ თქვენი უნიკალური კოდის და პირადი მონაცემების მითითებს საფუძველზე.
აშშ - ს სახელმწიფო დეპარტამენტი იმეილის სახით არ გატყობინებთ გაიმარჯვეთ თუ არა გათამაშებაში. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გქონდეთ უნიკალური კოდი რომელიც რეგისტრაციის დროს მოგენიჭებათ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: +995 555 324 646;; 558168918