მეუღლე: განაცხადის ფორმაში აუცილებელია ჩაწეროთ ოფიციალური მეუღლე, იმ შემთხვევაშიც თუ ამჟამად დაშორებული ხართ და თუ ის არ აპირებს თქვენთან ერთად გამგზავრებას აშშ-ში. თუ მეუღლესთან ოფიციალურად ხართ განქორწინებული (ანუ გაქვთ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი), მაშინ მისი მითითება საჭირო არ არის. თუ განმცხადებლის ოფიციალური მეუღლე არის აშშ-ის მოქალაქე ან აქვს აშშ-ში მუდმივი ცხოვრების კანონიერი უფლება, მისი მითითება განაცხადში აუცილებელი არ არის.
შვილები: განაცხადის ფორმაში აუცილებელია ჩაწეროთ 21 წლამდე ყველა დაუქორწინებელი შვილი, იქნება ეს თქვენი ბიოლოგიური შვილ(ებ)ი, თქვენი მეუღლის შვილ(ებ)ი ან კანონმდებლობის შესაბამისად ოფიციალურად ნაშვილები შვილ(ებ)ი. მიუთითეთ თქვენი შვილ(ებ)ი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ ცხოვრობენ თქვენთან ერთად ან არ აპირებენ თქვენთან ერთად გამგზავრებას აშშ-ში. გამონაკლისი ეხება მხოლოდ იმ შვილებს, რომლებიც უკვე არიან აშშ-ის მოქალაქეები ან აქვთ აშშ-ში მუდმივი ცხოვრების კანონიერი უფლება.
ოჯახის სხვა წევრები (მშობლები, და-ძმა) აპლიკაციაში არ ეთითება!