ტექნიკური ხარვეზის გამო 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშების სარეგისტრაციო პერიოდი ხელახლა დაიწყება. ყველა აპლიკაცია, რომელიც 2017 წლის 18 ოქტომბრამდე შეივსო, ხელახლა უნდა შეივსოს, იმისათვის, რომ განხილულ იქნას.
ახალი სარეგისტრაციო პერიოდი 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშებისათვის დაიწყება თბილისის დროით 2017 წლის 18 ოქტომბერს, 20:00 საათზე და დასრულდება 2017 წლის 22 ნოემბერს, 20:00 საათზე. ჩვენს ოფისში რეგისტრაცია განახლდება 19 ოქტომბრიდან!
ვმუშაობთ ყოველდღე 11-დან 7 საათამდე.
თუ თქვენ დარეგისტრირდით 2017 წლის 18 ოქტომბრამდე, ეს აპლიკაცია არ მიიღება და მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა ახალი პერიოდის განმავლობაში. თქვენ გაქვთ უფლება ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში შეავსოთ მხოლოდ ერთი აპლიკაცია, რათა არ იქნათ დისკვალიფიცირებული განმეორებითი აპლიკაციის გამო. ინდივიდები, რომლებიც ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში ერთზე მეტ აპლიკაციას შეავსებენ, იქნებიან დისკვალიფიცირებულნი.
ჩვენს ოფისში უკვე რეგისტრირებულ მონაწილეებთან მოხდება დაკავშირება და ხელახალი რეგისტრაციის მომსახურება იქნება უფასო.
რაც შეეხება ახალ აპლიკანტებს, ჩვენი მომსახურების ღირებულება არის უცვლელი და შეადგენს 20 ლარს.
იცვლება ასევე შედეგების გადამოწმების დრო. რეგისტრირებულ აპლიკანტებს მოგების შემოწმება 2018 წლის 15 მაისიდან შეეძლებათ.