მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა და გამარჯვება არ ნიშნავს მწვანე ბარათის მოპოვებას. გამარჯვება არის გარანტია იმისა, რომ ა.შ.შ. განიხილავს თქვენს მოთხოვნას იმიგრაციაზე. საბოლოო პასუხს მიიღებთ საბუთების შეგროვების, გასაუბრების და სხვა პროცედურების შემდგომ. პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე. გამარჯვების შემდეგ საჭიროა შეავსოთ სპეციალური ფორმა DS-260. თქვენ მიერ შევსებულ ინფორმაციას დაამუშავებს კენტუკის საკონსულო ცენტრი ა.შ.შ.-ში. შემდეგ თქვენ მიიღებთ უნიკალურ ნომერს და თარიღს, როდესაც უნდა მიხვიდეთ ა.შ.შ.-ს საელჩოში გასაუბრებაზე. ადგილზე უნდა წარადგინოთ საკონსულოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, დაწყებული ჯანმრთელობის ცნობით, დამთავრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით.