საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ :
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;
ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში;
გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.
მწვანე ბარაის მოპოვება არ ნიშნავს ამერიკის მოქალაქეობის მოპოვებას, შესაბამისად თქვენ არ კარგავთ საქართველოს მოქალაქეობას. მაგრამ თუ მოიპოვებთ ამერიკის მოქალაქეობას ავტომატურად გაუქმდება საქართველოს მოქალაქეობა.
თუ თქვენ გაქთ განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე ან თქვენთვის მოქალაქეობის მონიჭება გამომდინაორეობს ქვეყნის ინტერესებიდან, ა.შ.შ.-ს მოქალაქეობის მოპოვების შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
ა.შ.შ.-ს მოქალაქეობის მოპოვება ხდება ნატურალიზაციის გზით. მწვანე ბარათის მიღებიდან 5 წლის შემდეგ პირს შეუძლია ნატურალიზაცის პროცესის დაწყება.თუ თქვენ 5 წლის განმავლობაში კანონმორჩილი მოქალაქე იყავით, არ ხართ შემჩნეული კრიმინალში და წელიწადში მინიმუმ თვეს ატარებდით ა.შ.შ.-ში, თქვენი მოქალაქეობის მოპოვების შანსი იზრდება.