ა.შ.შ.-ს საიმიგრაციო და სავიზო პროცედურების დეტალები მკაცრად არის გასაიდუმლოებული. თუმცა არ არსებობს არანაირი რეგულაცია ან კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილე პირს ეკრძალება ტურისტული ვიზის მიღება. თუმცა გათამაშებაში მონაწილეობით თქვენ გამოთქვამთ ა.შ.შ-ში მუდმივად ცხოვრების სურვილს. შესაბამისად, ტურისტული ვიზის მოთხოვნის დროს შეიძლება განიხილებდეს იმის ალბათობა, რომ თქვენ შტატებში დარჩებით და არ დაბრუნდებით საქართველოში. თუმცა მონაწილეობა სულაც არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ აპლიკანტი ტურისტული ვიზის პირობებს დაარღვევს და არალეგალად დარჩება აშშ-ში. ყველაფერი დამოკიდებულია კონსულის გადაწყვეტილებაზე, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დოკუმენტაციის სრულად და სწორად შევსებას.