ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი მწვანე ბარათის შესახებ არის ის, რომ მისი მოპოვებით თქვენ გარანტირებულად იღებთ ა.შ.შ.-ს მთავრობისგან ფულს და სამსახურს რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მწვანე ბარათის მოპოვებისას თქვენ იღებთ უფლებას, ლეგალურად იცხოვროთ და იმუშაოთ ა.შ.შ.-ში, ისარგებლოთ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოთ კრედიტი შეღავათიანი პირობებით, ისარგებლოთ სხვადასხვა სოციალური შეღავათებით და ა.შ
მწვანე ბარათის მოპოვების შემდეგ, საელჩოში გასაუბრებაზე თქვენ მოგიწევთ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად გავქთ ა.შ.შ.-ში ახალი ცხოვრების დაწყების ეკონომიკური შესაძლებლობა. გყავთ ახლობელი ვინც გელოდებათ და დაგეხმარებათ ფინანსურად, ან გაქვთ საკმარისი დანაზოგი ა.შ.შ.-ში ცხოვრების პირველი თვეების უზრუნველსაყოფად.